Wednesday, October 14, 2009

საქართველოს გაქრისტიანება

"წმინდა ნინოს გზა"-მოგზაურობა მცხეთაში





პროექტის მოკლე აღწერა:მოსწავლეები ეცნობიან , იძიებენ და თვითონ მოივლიან იმ გზას და იმ ადგილებს , რომელიც გაიარა წსმინდა ნინომ

პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები ეცნობიან ქალაქ მცხეთაში ისტორიულ ძეგლებს; სვეტიცხოველს, სამთავროს მონასტერს, წმინდა ნინოს პატარა ეკლესიას, ჯვარს. ინტერნეტში მოიძიებენ მასალებს ამ ძეგლების შესახებ. ადგილზე ხდება ამ ძეგლების გაცნობა-აღწერა.

მოსწავლეთა ასაკი:14-15 წელი

ვადები/ხანგრძლივობა:3 თვე

პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში:
დამხმარე ლიტერატურის მოძიება, დისკუსიის გამართვა, კითხვების შედგენა "რა ვიცით, რა გვაინტერესებს", მასალის მოძიება ინტერნეტის საშვალებით, მოძიებული მასალის ანალიზი, პრეზენტაცია, ელექტრონული ვერსიის შედგენა.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები რაც შეიძლება შეიქმნას:ბავშვებმა შეიძლება გააკეთონ ელექტრონული ჟურნალი, ჩანახატი, სლაიდები, მათ გამოუმუშავდებათ კვლევა-ძიების, დამატებით ლიტერატურაზე მუშაობის, კომპიუტერულად დამუშავების უნარ-ჩვევა. ისწავლიან ჯგუფურ მუშაობას, ურთიეთთანამშრომლობას. ისწავლიან ექსკურსიის ორგანიზებას და საინფორმაციო ტეკნოლოგიების გამოყენებას. გაეცნობიან მშობლიურ ისტორიას და კულტურას

სარგებელი სხვებისათვის:მოსწავლეები შეისწავლიან და სხვა მოსწავლეებისთვის ხელმისაწვდომს გახდიან საკართველოს ერთ-ერთ უძველესი ქალაქ მცხეთის ისტორიული ძეგლების აღწერას

სამუშაო ენა: ქართული

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ისტორია: მოსწავლეები აანალიზებენ ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად მიღების მნიშვნელობას, თუ რა მნიშვნელობა ჰკონდა ამ პროცესს ქვეყნის პოლიტიკისა და კულტურის განვითარებაში
ქართული ენა და ლიტერატურა:პირველი ქრისტიანული მწერლობის და დამწერლობის ნიმუშების გაცნობა-ანალიზი ეცნობა და მსჯელობს ძველი ქართული მწერლობის ლიტერატურული ჟანრის-ჰაგიოგრაფიულ ნაწარმოებებს.ეცნობა უძველეს ქართული დამწერლობის ნიმუშებს.
ხელოვნება: ქრისტიანული ხელოვნების თავისებურებების განხილვა. მსჯელობს ქართული ხელოვნების ნიმუშებზე. მოსწავლე იკვლევს ძველი ქართული ქრისტიანული ხელოვნების დარგებს, მათ შორის ხუროთმოძღვრებას. ეცნობა იკონოგრაფიულ ნიმუშებს.

პროექტის ფასილიტატორი: მანანა ციხისელი

ფასილიტატორის ელ.ფოსტა:mananebi@gmail.com.

პროექტის ფორუმი:

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი: http://www.wmindaninosgza.blogspot.com/

No comments:

Post a Comment